BBC - ჩინური Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ბრაზილიაში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში 50.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური ცდების თანახმად, ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 50.4% -ით ეფექტურია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გასულ კვირას „ბუტანტანის ინსტიტუტის“ მეცნიერებმა, განაცხადეს, რომ ჩინურმა ვაქცინამ ინფიცირების „მსუბუქიდან მწვავე“ შემთხვევების პრევენციაში 78%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა ახლა ისინი აცხადებენ, რომ ინფიცირების ძალიან მსუბუქი ფორმების შესახებ მონაცემების ჩათვლის შემდეგ ვაქცინა 50.4%-ით ეფექტური აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ Sinovac-ის ვაქცინაზე სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა სხვადასხვა შედეგი აჩვენა. თურქი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვაქცინა 91.25%-ით ეფექტურია, ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა 65.3%-ია.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა