დავით ჭიჭინაძე - მარტო კალაძის არა, პრემიერად თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა - კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს

მარტო კალაძის არა, პრემიერად თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება.

„მაგრამ საქმე ისაა, რომ:

  1. კალაძეს პოლიტიკური განათლება არ ყოფნის, მარტო პიარით კი, ქვეყანას ვერ მართავ. მითუმეტეს, რომ ივანიშვილის პირობებშიც, 2020 წლის არჩევნებზე დედაქალაქი პირწმინდად წააგო. თუმცა კალაძეს მართლა ჰყავს თავი გუნდი და აქვს ამბიცია.
  2. გახარიას არც გუნდი ჰყავს და ახლა უკვე აღარც ბიძინა და მათ ხელშია დარჩენილი, ვინც პარლამენტშიც და ფინანსურ დაჯგუფებებშიც ძალაუფლებას ფლობს. თუმცა, თუ სითამამე ეყოფა და 5-6 მინისტრის გამოცვლას მოახერხებს, მისი ჩაჩოჩება უკვე ძნელი იქნება.
  3. კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომელიც რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს, პარტიის თავმჯდომარისაც, პარლამენტისაც და პრემიერობასაც. კობახიძე - მსახური, ვისშიც ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეფონს ისე არასოდეს გაუთიშავს, რაც კვირიკაშვილმა „გაუბედა“. სამაგიეროდ მე გავუთიშავო, დაგვპირდა თავად...
  4. და დანარჩენები... ვინც საქვეყნო საქმის კეთება არა, სამაგიეროდ გადასარევად იცის საკუთარი ჯიბის მსახურება და ბელადის (დროს და პარტიას რა მნიშვნელობა აქვს)მონური მორჩილება.

აი ეს არის ის ე.წ. გუნდი, რომელიც ივანიშვილმა დატოვა. მოკლედ, ქვეყანა, ხალხია ცოდო, თორემ ძალიან "საინტერესო" პერიოდში შევდივართ... გველოდება საშინელი კრიზისი და პარალელურად: პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება. ხოლო რადგან კალაძე - კობახიძის პირველი ამოცანა, სწორედ გახარიას გაშვებაა,ამიტომ არ არის გამორიცხული კომპრომატების ომი დაიწყოს.

ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ და მისი ამომრჩეველი კი ისე გაწირა, რომ პარტიას კობახიძის სახით მესაფლავე დაუნიშნა. რასაც კობახიძე მართლა გადასარევად შეასრულებს. თავად ივანიშვილი, მთავარი გამშველებელი, მართლა ვეღარ იქნება, რადგან პოლიტიკიდან კონკრეტული ორი გარანტიის მიღების შემდეგ გავიდა / გაიყვანეს“, - წერს ჭიჭინაძე.

იხილეთ ვიდეო:დავით ჭიჭინაძე - მარტო კალაძის არა, პრემიერად თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო