აშშ-ში კორონავირუსს ერთ დღეში 4 327 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

აშშ-ში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 4 327 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 215 805 შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, კოვიდინფიცირების 22 838 110 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 380 600-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაწყებულია. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აშშ-ში ვაქცინის მინიმუნ 27 696 150 დოზაა განაწილებული და აცრილია 9 327 138 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ში კორონავირუსს ერთ დღეში 4 327 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა