ესტონეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა გადადგომის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იური რატასის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ესტონეთის პროკურატურის გუშინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრის პარტიის ხუთი წევრი, მათ შორის გენერალური მდივანი მიხაი კორბი, კორუფციის საქმეში იყო გარეული.

საქმე ეხება ტალინში დაგეგმილ სამშენებლო პროექტს. გამოძიების თანახმად, კორბმა ესტონელ ბიზნესმენს, ჰილარ ტედერს სამშენებლო პროექტის დასაფინანსებლად სახელმწიფო სააგენტოდან, KredEx-დან, 39 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის სანაცვლოდ პარტიის წელიწადში 1 მილიონი ევროთი დაფინანსება სთხოვა.

იური რატასს ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2016 წლიდან ეკავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს