ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინა პროპორციულად იმ რისკ ჯგუფებზე განაწილდება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან იქნება შეთანხმებული

საქართველოში 100 ათასი მედიკოსი არ გვყავს - აქედან გამომდინარე, შემოტანილი ვაქცინა პროპორციულად იმ რისკ ჯგუფებზე განაწილდება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან იქნება შეთანხმებული, - აღნიშნული განმარტება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ გააკეთა.

ამასთან, ტიკარაძის აზრით, მედიკოსები ვაქცინაცია მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის სანდოობას მოსახლეობაში.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაიდლაინები და პრიორიტეტები. ამას ყველა ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ათანხმებს. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები და მოწყვლადი ჯგუფები. პირველ რიგში, ყველა ქვეყანა სტატეგიულად გეგმავს, რომ არ დაინფიცირდნენ მედიკოსები, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შესძლონ. პრიორიტეტში ყველა ვარიანტში მედიკოსები არიან. მედიკოსები ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ზრდის ვაქცნაციის სანდოობას მოსახლეობაში. შემდგომში ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები და ასევე პენსიონერები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად მივყვებით“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო