ზაალ უდუმაშვილი - ელექტრონულ არჩევნებს აზრი არ აქვს, თუ უნდა ჩატარდეს 2024 ან 2030 წელს, ელექტრონულად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები

ჯერ არანაირი მინიშნებაც არ არის იმის თაობაზე რომ, შესაძლოა, მეხუთე რაუნდი გაიმართოს, -ასე პასუხობს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის გაიმართება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.

როგორც ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, მოლაპარაკებებს მაშინ ექნება აზრი, თუ მმართველი გუნდი რაციონალური წინადადებით წარდგება ოპოზიციის წინაშე.

„ჯერჯერობით არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ მეხუთე რაუნდი ჩაინიშნება. თუ რამე ახალი აქვთ მოფიქრებული და მზად არიან რაციონალური წინადადებით მოვიდნენ, კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ და ვისაუბროთ. ჯერ არანაირი მინიშნებაც არ არის იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მეხუთე რაუნდი გაიმართოს“, - აცხადებს უდუმაშვილი.

კითხვაზე, ემხრობიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხმების ელექტრონულ გადათვლას, უდუმაშვილი დასძენს, რომ გამჭვირვალე არჩევნებისთვის ერთადერთი გამოსავალია ელექტრონული გადათვლა, თუმცა უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

„ხმების ელექტრონულ გადათვლას სანამ „ქართულ ოცნებაში“ მოიფიქრებდნენ, ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვსაუბრობდით ამაზე. დიახაც, იმისთვის, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს და ამომრჩეველს არ ჰქონდეს ზედმეტი კითხვები შედეგებთან დაკავშირებით, დიახ, ერთადერთი გამოსავალია ელექტრონული არჩევნები.

ელექტრონულ არჩევნებს აზრი არ აქვს, თუ ისევ უნდა ჩატარდეს 2024 ან 2030 წელს. ელექტრონულად უნდა ჩატარდეს ახალი, ვადამდელი არჩევნები“, - აცხადებს უდუმაშვილი.

კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ჯერ თვითმმართველობის არჩევნებზე არ მსჯელობენ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა დღეს არის ვადამდელი არჩევნები. სწორედ ამ მოთხოვნისთვის ვიბრძვით. თვითმმართველობის არჩევნებზე ჯერ არც გვიმსჯელია და არც ვფიქრობთ ამ თემაზე. მთავარი გამოსავალი კრიზისული ვითარებიდან ახალი არჩევნებია“, - აცხადებს უდუმაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იგეგმება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა. ასევე, კობახიძემ მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებას და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა