საფრანგეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველი - „ბრიტანული“ ვარიანტის გავრცელების შეჩერება შეუძლებელია, შემზღუდველი ზომებით ჩვენ მისი მხოლოდ შენელება შეგვიძლია

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ჟან ფრანსუა დელფრაისი, რომელიც მთავრობის მრჩეველია სამეცნიერო საკითხებში, აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. -„ბრიტანული“ ვარიანტის გავრცელების შეჩერება შეუძლებელია.

„ბრიტანული“ ვარიანტი გავრცელდება და ამის შეჩერება შეუძლებელია, შემზღუდველი ზომებით ჩვენ მისი მხოლოდ შენელება შეგვიძლია“, - აღნიშნა დელფრაისმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

თუმცა მან მთავრობას სკოლების ღიად დატოვებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ვარიანტის შესახებ ინგლისის მონაცემები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საფრანგეთში სკოლების დახურვის რეკომენდაცია გავცეთ ”, - აღნიშნა დელფრაისმა.

მისივე თქმით, საფრანგეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დაახლოებით 1%-ი კორონავირუსის „ბრიტანულ“ ვარიანტზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავდაცვის საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს, რომელზედაც ახალი შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო