თბილისის მერიის საახალწლო სატელევიზიო კონცერტების სერია სრულდება

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი საახალწლო პროექტები დასასრულს უახლოვდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისი მერიიდან აცნობეს, 13 იანვარს, კომპანია “Bukajazz Entertainment”-ის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტელეკომპანია “იმედის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, საახალწლო კონცერტში, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაიცემა, მონაწილეობას მიიღებენ ყველა თაობის ქართველი საესტრადო შემსრულებლები.

„აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შეიქმნა კომპოზიციების ახალი ვერსიები, ნიკოლოზ რაჭველის, ბუკა კარტოზიას და რუსუდან მორჩილაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიება პირდაპირ ეთერში 22:30 საათზე დაიწყება. 14 იანვარს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ქართული ესტრადის მონაწილებით საუკეთესო ჰიტებისგან შემდგარი საახალწლო კონცერტი გადაიცემა. 13 და 14 იანვარს, ტელეკომპანია PostTV-ს ეთერში 2 სატელევიზიო კონცერტი გაიმართება. პირველი საღამო ფოლკლორულ ანსამბლებს და სიმღერის გუნდებს დაეთმობა, ხოლო ძველით ახალ წელს, მაყურებელი მონატრებულ საესტრადო შემსრულებლებს შეხვდება. არტისტების მხარდასაჭერად, თბილისის მერიის ინიციატივითა, ჯამში 6 სატელევიზიო კონცერტი და 2 ონლაინ პროექტი განხორციელდა, რომელშიც 500-მდე შემსრულებელი იყო ჩართული. სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების საღამოები კოვიდ პანდემიის პირობებში რეგულაციების სრული დაცვით დაიგეგმა", - აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო