„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს, ავტომობილის დაზღვევისას, სპეციალურ ფასთან ერთად, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, თბილისი პარკინგის 6 თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს გადასცემს

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს ფოსტის თანამშრომლებს, პირადი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, სპეციალურ ფასთან ერთად, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას ლიმიტით - 2 000 აშშ დოლარს, "თბილისი პარკინგის" 6 თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს ერთდროულად გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, დღეის მდგომარეობით კომპანიაში დაზღვეულია საქართველოს ფოსტის 700-მდე ავტომობილი.

"ვინაიდან მიმდინარე საახალწლო აქცია 31 იანვრამდე გაგრძელდა, ამ აქციის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის თანამშრომლები პირადი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში მინიმალურ ტარიფის გარდა, რამდენიმე საჩუქარს ერთდროულად მიიღებენ. მათ შორის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას (TPL) ლიმიტით - 2 000 აშშ დოლარს, თბილისი პარკინგის 6 თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 2 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ამასთანავე კომპანია არის ავტოდაზღვევაში ოქროს ბრენდის მფლობელი. 2020 წელს კი ანაზღაურებულია 1.3 მლნ ლარამდე ზარალი. ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor-ის (www.scor.com), დაზღვევით სარგებლობს. რეიტინგულ გადამზიდავ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით",-აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შესაძლებელია დარეკვა ნომერზე: 22 44 111; 22 11 444 ან ონლაინ განაცხადის შევსება შემდეგი ბმულის მეშვეობით.განაცხადის შევსების შემდეგ კი მომხმარებელს მენეჯერი ადგილზე მიაკითხავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო