აზერბაიჯანში კორონავირუსის 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 16 პაციენტი გარდაიცვალა, - ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 225 820 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსს 2 957 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 212 120-ია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა