ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყარაბაღის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის მიზნით რუსეთ-თურქეთის მონიტორინგის ცენტრის შექმნის საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანთან, გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის მთავარი შედეგების შესახებ, რომელიც 11 იანვარს მოსკოვში გაიმართა და რომელზედაც მთიანი ყარაბაღის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადების განხორციელების საკითხი განიხილეს,“- აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო