ალუდა ღუდუშაური - პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას ახორციელებენ და ციხეებში კოვიდ ინფიცირებულ პატიმართა რაოდენობაზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური აქტიურად ატარებს PCR ტესტირებას და არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მანვე აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებს.

“ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურზე მისამართით ხორციელდება უსაფუძვლო, ბინძური შეტევა. “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან აფელირებული ადამიანების მიზანს წარმოადგენს ციხეებში იყოს, რაც შეიძლება მეტი კოვიდ ინფიცირებული, რომ ამით პატიმრების ოჯახებში პანიკა დათესონ. პატიმრებზე ფარისევლური " ზრუნვით" დაკავდნენ იმ გუნდის მხარდამჭერები, რომლებიც წლების განმავლობაში პატიმრებზე და მათი ოჯახის წევრებზე ძალადობით იყვნენ დაკავებულნი.

მინდა დავამშვიდო თითოეული პატიმარი და მისი ოჯახის წევრი, რომ არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს. პენიტენციური სამსახური აქტიურად ატარებს PCR ტესტირებას და მიღებული უარყოფითი პასუხები (ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, ამჯერად, ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია) იძლევა საფუძველს, რომ პატიმრების ჯანმრთელობას კოვიდ ინფექციიდან გამომდინარე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებს", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა