სხვადასხვა სამუშაოს გამო, 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

”თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხაძის, ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი გლდანის, ავშნის, ნუშის, ავალიშვილის, მონადირის, ფირცხალავას და ავეტიკ ისაკიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქსნის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, მუხის, ტირიფების და ლისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაშლიჯვრის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, თოფურიძის, მუხრან მაჭავარიანის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

მათივე ინფორმაცით, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა