თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების კუთხით, ქუთაისი რჩება ცხელ წერტილად

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისი რჩება ცხელ წერტილად და ის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობით პირველ ადგილზეა.

როგორც მან ქუთაისის კლინიკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ქუთაისში სიტუაცია, ბათუმის მსგავსად, მალე დასტაბილურდება.

„სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ პაციენტებს ოჯახის წევრები ბინაზე იქამდე ტოვებენ, სანამ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, არ გახდება პირდაპირ სარეანიმაციო. ამას თუ რაღაც „გამართლება“ ჰქონდა ერთი თვის წინ ნოემბერ - დეკემბერში, როცა ამბობდნენ, რომ სასაწრაფოს ვერ უკავშირდებოდნენ და ადგილები არ იყო, ახლა ხომ ეს საკითხი მთლიანად მოხსნილია. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ჩემი რეკომენდაცია არის, რომ ოჯახები, სადაც არიან კოვიდინფიცირებულები, ექიმს მაშინვე დაუკავშირდნენ და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს ის სად დარჩეს, ბინაზე თუ კლინიკაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს