გიორგი ამილახვარი - პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებები კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებულია და ამას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ.

მანვე აღნიშნა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდის დადასტურებიდან ყველა საჭირო კომპლექსური ღონისძიება გატარდა და უზრუნველყოფილი იქნა ინფიცირებული პატიმრების იზოლაცია, მათი მკურნალობა პროტოკოლის წესის დაცვით.

“ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოსდა სისტემაში პრობლემაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ დაძაბულობის შექმნის მცდელობას ემსახურება. ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, პატიმრის ოჯახის წევრები, რომ პროცესი არის აბსოლუტურად კონტროლქვეშ, სისტემატურად ტარდება PCR ტესტები, შესაბამისად, არანაირი შფოთვის და განგაშის საფუძველი არ არსებობს”, - განაცხადა ამილახვარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა