თენგიზ ცერცვაძე - უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და მის შესრულებაზე კონტროლი, ეს არის გზა, რომ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ

უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე - აი ეს არის გზა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ როცა თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნება, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა ჰქონდეს და “მატება იყოს ცოტადან და არა ბევრიდან“.

მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ცერცვაძის რეკომენდაციაა, რომ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი, რაც, მისივე შეფასებით, დღეის მდგომარეობით საკმარისად მკაცრი არ არის.

“აშშ-სა და ევროპაში არის ვარაუდი, რომ თებერვლიდან მესამე ტალღა დაიწყება. ჩვენ გვინდა თებერვლამდე მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა. იყო 4-5 ათასი შემთხვევა და ახლა არის ათასიდან 2 ათასამდე შემთხვევა. საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მთელს ევროპასა და ამერიკაში მესამე ტალღაზე საუბრობენ, რადგან ყოველ დღე ახალი შემთხვევათა რეკორდი მყარდება.

“განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აშშ-სა და ინგლისშია. იქ რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და ისეთი ლოქდაუნებია, რომ ჩვენ არც დაგვესიზმრება. ინგლისში ადამიანებს საბუთის გარეშე ბინიდან გასვლის უფლება არა აქვთ. რომ ამბობთ, ჩვენთან სასწრაფო და კლინიკაში ადგილი არ იყოო, აშშ-სა და ინგლისში სასწრაფოები კილომეტრიან რიგებში დგანან და ავადმყოფებს რვა-რვა საათი სასწრაფოებში გატარება უწევთ, რადგან კლინიკაში ვერ ათავსებენ. აშშ-ში განკარგულება გასცეს, რომ ჟანგბადი მხოლოდ იმას მისცენ, ვისაც 90-ზე ნაკლები აქვს, მაშინ როცა ჩვენ 93-ზე ნაკლებზე ვაძლევთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს