თენგიზ ცერცვაძე - იყო შეფერხებები, სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ სამედიცინო მომსახურების უქონლობის გამო, არავინ გარდაცვლილა

იყო შეფერხებები, იყო სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ საბოლოოდ, სამედიცინო მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, ბინაზე სულ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, “რაც არის კარგი კრიტერიუმი და იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალში მაინც ყველა თავსდებოდა“.

მისივე შეფასებით, საქართველოს კლინიკური სექტორი არ ჩამოიშლება და ის ნებისმიერ დატვირთვას გაუძლებს.

“როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით მილიონ მოსახლეზე შემთხვევათა რაოდენობით, ჩვენმა კლინიკურმა სექტორმა მაშინ გაუძლო და არ ჩამოშლილა, ლონდონისა და ლოს-ანჯელესისგან განსხვავებით. იყო შეფერხებები, იყო სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ საბოლოოდ მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა. ჰოსპიტლებში თითქოს ადგილი არ იყო, მაგრამ მაინც ყველა თავსდებოდა. ინგლისში ბინაზე 7 ათასი კაცი გარდაიცვალა. არ მგონია, ჩვენთან ამაზე უარესი იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა