რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას - თქვენი ლიდერობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისალოც წერილში რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, გიორგი გახარიას ლიდერობით, ორ ქვეყანას შორის, მომავალშიც გაგრძელდება არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, პირადად ჩემი და თურქეთის მთავრობის სახელით გულითადად გილოცავთ წარმატებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის საქმიანობის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელსაც მე ვაფასებ, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის თავიდან ჩამოყალიბების თვალსაზრისით, თქვენი ბრძნული ლიდერობით, მომავალშიც ყველა სფეროში გაგრძელდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა. დაე, ახალმა წელმა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს რეგიონს მოუტანოს მშვიდობა და სიკეთე", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს