თენგიზ ცერცვაძე - სიგნალი მაქვს პედიატრებისგან, რომ “კავასაკის სინდრომის“ მსგავს სიმპტომთა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში ნახეს

სიგნალი მაქვს პედიატრებისგან, რომ მათ “კავასაკის სინდრომის“ მსგავს სიმპტომათა კომპლექსი რამდენიმე ავადმყოფში ნახეს, ოღონდ არა კოვიდიანში და თითქოს, ზოგიერთს კოვიდი უკვე გადატანილი ჰქონდა, - აღნიშნულის თაობაზე დღეს ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

ამასთან, ცერცვაძის ინფორმაციით, მწვავე კოვიდის დროს “კავასაკის სინდრომი“ ბავშვებში არ გამოვლენილა.

“რამდენად არის ეს დაკავშირებული კოვიდის გადატანასთან თუ პაციენტს კოვიდის გარეშე დაემართა, არ ვიცი. თვითონ აქტიურ კოვიდიან ავადმყოფებში “კავასაკის სინდრომი“ არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო