მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უფრო იმ ფონზე, რომ ჩვენს ქვეყანას ამბიციური გეგმები აქვს ევროკავშირთან მიმართებაში.

“ჩვენ ვისაუბრეთ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივაზე, რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს დროში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის დიდი მონაპოვარი, რაც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა

შეხვედრისას გერმანიის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ხედვები გააცნო, თუ როგორ შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული ეს შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განათლება.

მხარეებმა ისაუბრეს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პერსპექტივების შესახებ.

“ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი იქნება გასული. ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა, რასაც, ელჩის თქმით, გერმანია, მიესალმება", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა