გია ვოლსკი გიორგი გახარიაზე - საპარლამენტო მმართველობის დროს არ შეიძლება მთავრობის ხელმძღვანელი იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე სამეურნეო გადაწყვეტილებების განმაპირობებელი

საპარლამენტო მმართველობის დროს არ შეიძლება მთავრობის ხელმძღვანელი იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე სამეურნეო გადაწყვეტილებების განმაპირობებელი, - ასე უპასუხა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კითხვას, რატომ არ დასახელდა მმართველი პარტიის “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

გიორგი გახარია არის პრემიერ-მინისტრი. საქართველოში არსებული ვითარება ბევრ შემთხვევაში არის... არ მინდა სიტყვა გამექცეს... მთავრობას აქვს სუბიექტური შეხედულება რაღაც საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს. საპარლამენტო მმართველობის დროს არ შეიძლება მთავრობის ხელმძღვანელი იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე სამეურნეო გადაწყვეტილებების განმაპირობებელი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას ვოლსკიმ თქვა, რომ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ ირაკლი კობახიძეს აქვს შესანიშნავანი განათლება და იუმორის შესანიშნავი გრძნობა.

“დაწერილი აქვს კარგი წიგნი. მისი რომანი რომ წაიკითხოთ... სიყვარული, დამოკიდებულება, ურთიერთობები... მაგალითად, მე არ მაქვს პრობლემა ჩემი აზრი გავიტანო თუ ის თავმჯდომარეა. ბიძინა ცოტა სხვა, უფრო რთული თემა იყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა