გია ვოლსკი - პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერი პოლიტსაბჭო იქნება

კოლექტიური ლიდერშიფი მომწონს - ირაკლი კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლიტსაბჭო იყოს ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, თვითონ არ იქნება რაღაც საკითხების მიმთვისებელი , - აღნიშნული განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

“ქართული ოცნების“ ლიდერია ირაკლი კობახიძე, აჩიკო თალაკვაძე, გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უშველებელი რესურსი აქვს. პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭო იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, “ღმერთმა ნუ ქნას სიტუაციას დასჭირდეს ისე, რომ ივანიშვილმა ნაბიჯი გუნდის გასაერთიანებლად გადადგას, მაგრამ არასდროს არაფერი უნდა გამორიცხო“.

ვოლსკი დარწმუნებულია, რომ “ივანიშვილმა სათავე ისეთი გუნდის შექმნას დაუდო, რომელიც თავს გაართმევს“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო