დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 47 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1564 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსს 1564 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან, ქვეყნისთვის მაღალი მაჩვენებელია. ამავე პერიოდის განმავლობაში კოვიდ-19-ით 47 525 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წინა დღეს დაავადებულთა რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო და 45 533 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 1243 პაციენტი.

მთლიანად, კორონავირუსი ქვეყანაში 3 211 576 ადამიანს გამოუვლინდა, 84 767 ადამიანი გარდაიცვალა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს