თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჩინური ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა СoronaVac, რომელიც კომპანია SinoVac-ის ნაწარმია. ამით მან ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანიას დაუდო საფუძველი.

მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა SinoVac-ის წარმოების ჩინური ვაქცინა ექსტრემალურ ვითარებაში. თურქი მედიკოსების ვაქცინაცია ხუთშაბათიდან დაიწყება.

ქოჯას ინფორმაციით, თურქეთი იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე ჩინური ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიიღებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ თურქეთის ხელისუფლება გეგმავს კომპანია „ფაიზერის“ წარმოების 4.5 მილიონი დოზის შეძენასაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს