პეტრე ცისკარიშვილი - გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს - გასაგებია მისი სურვილი, რომ არა 30-35 %-იანი არამედ მასავით 3%-იანი პარტია გავხდეთ და მიშა ჩვენთან არ იყოს, მაგრამ როგორც სააკაშვილი იტყოდა: ნურას უკაცრავად!

გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს, ხოლო ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი თვითონ გადავწყვეტთ, წავა თუ დარჩება ქართულ პოლიტიკაში, - ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გამოთქმულ მოსაზრებას იმას შესახებ, რომ ქართული პოლიტიკისთვის კარგი იქნება, თუკი ივანიშვილის მსგავსად წასვლაზე განცხადებას მიხეილ სააკაშვილიც გააკეთებს.

ცისკარიშვილის განცხადებით, სააკაშვილი არსად წასვლას არ გეგმავს და არც უნდა წავიდეს.

“გასაგებია გიორგი ვაშაძის სურვილი, რომ ჩვენ არა 30-35 პროცენტიანი, არამედ მასავით 3-პროცენტიანი პარტია გავხდეთ და მიშა ჩვენთან ერთად არ იყოს, მაგრამ როგორც სააკაშვილი იტყოდა: ნურას უკაცრავად! ასეთი რაღაცები არ გამოვა, არავინ წასვლას არ გეგმავს. არასწორია ერთ სიბრტყეში დაყენება ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველია, ქვეყანა გააჩანაგა და გააღატაკა და მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მერვე წელია არის დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი და თავის პარტიას არჩევნებიდან არჩევნებამდე ეხმარება. სად უნდა წავიდეს?!“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განცხადება გააკეთა:

"თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ" ,- აღნიშნა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს