ოპოზიციას ვარწმუნებ, რომ იმედებს არ გავუმართლებთ. შეგვეჯიბრონ, მოიქცნენ ისე, როგორც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება და თუ გვაჯობებენ, ხელისუფლებაში ყოფნა ფუფუნება ნამდვილად არ არის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
კითხვაზე, როგორ განაგრძობს მმართველი გუნდი მუშაობას ისე, რომ ბიძინა ივანიშვილისგან კონსულტაციებს ვეღარ მიიღებენ, დავითულიანი ამბობს, რომ „ეს კომფორტი დასრულდა“ და გუნდურად მუშაობა მოუწევთ.
„ეს კომფორტი მორჩა, მოგვიწევს გუნდურად მუშაობა. ვერ ვიმუშავებთ და უარესი იქნება ჩვენთვის და სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქვეყნისთვისაც, ვიმუშავებთ, გავაგრძელებთ და გავიყვანთ ქვეყანას“,- განაცხადა დავითულიანმა.