სენატის უმრავლესობის ლიდერი - იმპიჩმენტთან დაკავშირებული მოსმენა მომავალ კვირამდე არ დაიწყება

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული მოსმენა სენატში მომავალ კვირამდე არ დაიწყება, - ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

„სენატში პროცესი ამ კვირაში დაწყების შემთხვევაშიც კი საბოლოო განაჩენის მიღწევა ტრამპის მიერ თანამდებობის დატოვებამდე ვერ მოხერხდებოდა. ამას მე არ ვწყვეტ, ეს ფაქტია,“- განაცხადა მიტჩ მაკკონელმა.

მისივე თქმით, ბაიდენის ფიცის დადებამდე სენატში „სამართლიანი ან სერიოზული“ პროცესის ჩატარება შეუძლებელია.

„სენატს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამი პროცესი აქვს ჩატარებული, რომლებიც 83, 37 და 21 დღის განმავლობაში გრძელდებოდნენ,“- აღნიშნა სენატის უმრავლესობის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 232-მა კონგრესმენმა მისცა, 197 კი - წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ იმ კანონმდებლებს შორის, რომლებმაც ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს, 10 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო