დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ათმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა დაუჭირა მხარი

მოქმედი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის, იმპიჩმენტის გამოცხადებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ათმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.

CNN-ის ინფორმაციით, კანონმდებლები, რომლებმაც ხმა ტრამპის იმპიჩმენტის სასარგებლოდ მისცეს არიან : ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისის შტატიდან, ლიზ ჩეინი ვაიომინგის შტატიდან, ჯონ კატკო ნიუ-იორკის შტატიდან, ფრედ აფტონი მიჩიგანიდან, ჰაიმე ჰერერა ბიუტლერი ვაშინგტონიდან, დენ ნიუჰაუსი ვაშინგტონიდან, პიტერ მეიჯერი მიჩიგანიდან, ენტონი გონსალესი ოჰაიოდან, ტომ რაისი სამხრეთ კაროლინას შტატიდან და დევიდ ვალადაო კალიფორნიიდან.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 232-მა კონგრესმენმა მისცა, 197 კი - წინააღმდეგი წავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა