კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მინიმუმ 5 თვის განმავლობაში აქვთ

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მინიმუმ 5 თვის განმავლობაში აქვთ, - ამის შესახებ „ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის პირველადი შედეგების თანახმად, იმ ადამიანების ხელახლად დაინფიცირების შანსი, რომლებსაც კოვიდ 19-ის ანტისხეულები აქვთ, ძალიან დაბალია. კერძოდ, კვლევაში ჩართული 6 614 ადამიანიდან, რომელსაც ვირუსი გადატანილი ჰქონდა, ხელმეორედ მხოლოდ 44 დაინფიცირდა.

ამასთან, კვლევის ავტორი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანები, რომლებმაც ინფექცია გადაიტანეს და ე.წ. „ბუნებრივი იმუნიტეტი“ გამოუმუშავდათ, შესაძლოა, ვირუსის მატარებლები და გამავრცელებლები მაინც იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ კვლევა, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულ ანტისხეულებზე ან იმუნურ რეაქციაზე არ ჩატარებულა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა