ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის წარმოშობა უნდა გამოიკვლიონ, ჩინეთის ქალაქ უხანში ჩავიდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის წარმოშობა უნდა გამოიკვლიონ, ჩინეთის ქალაქ უხანში ჩავიდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, 10 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი გამოკითხავს ადამიანებს კვლევით ინსტიტუტებში, საავადმყოფოებსა და ზღვის პროდუქტების ბაზარში, რომელსაც ვირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადეს, რომ ექსპერტების ჯგუფს ჩინეთში შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა მოგვიანებით პეკინმა განმარტა, რომ ეს გაუგებრობით იყო გამოწვეული.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა. 2020 წლის 11 იანვარს კი ვირუსს ქალაქში პირველი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო