გიორგი გახარია - ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით აღნიშნავს.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ.

დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა