ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიცია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული წინადადების შემდეგ პარლამენტში უნდა შესულიყო, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვა და „ახლა ძალიან გვიანია“

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ოპოზიციას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული წინადადება პარლამენტში შესვლის საშუალებად უნდა გამოეყენებინა, რა შანსიც ახლა ხელიდან გაუშვა და „ახლა ძალიან გვიანია“.

როგორც ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, თავდაპირველად ოპოზიციის პროტესტს მხარს უჭერდა, თუმცა, მოლაპარაკების მაგიდაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების დადების შემდეგ, მისი პოზიცია შეიცვალა.

„თავიდან მე ოპოზიციის სტრატეგიას ვემხრობოდი და მიმაჩნდა, რომ აუცილებელი იყო ძალიან მძიმე ფორმით არჩევნების გაყალბების პროტესტი, ამიტომაც მათ ამ ნაბიჯს მხარს ვუჭერდი. მას შემდეგ, რაც ვნახე ის შეთავაზებები, რომელიც მოლაპარაკების პროცესში მაგიდაზე იდო, ეს იყო ეპოქალური საარჩევნო ცვლილებები. არცერთ ხელისუფლებას მანამდე და მას შემდეგაც ამ ტიპის ეპოქალური ცვლილებების მიღების შანსი შეიძლება აღარ ჰქონდეთ. ეს საქართველოში ხელს შეუწყობდა მრავალპარიტული პოლიტიკური სპექტრის შენებას. თუ ოპოზიცია გადაწყვეტდა მთლიანად, რომ პარლამენტში შესულიყო, მაშინ, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ივანიშვილის წასვლის შემდეგ შეიქმნა, ოპოზიციას სერიოზული ბერკეტები ექნებოდა პარლამენტში სიტუაციის სრულად შემოსატრიალებლად. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია იქნებოდა ერთიანი. მაშინ ამის შანსი იქნებოდა. ოპოზიციას შეეძლო სიტუაციის სასიკეთოთ შემოტრიალება. რომ ეთქვათ, აეხსნათ, სწორი კამპანია აეგორებინათ, რომ პარლამენტში შესვლა პრინციპების ღალატი კი არ იყო ან უკან დახევა, არამედ იყო ოპოზიციის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი, ეპოქალური ცვლილებებისთვის მხარდაჭერის შანსი, მაშინ იყო ამის დრო, ახლა ძალიან გვიანია. არცერთ ხელისუფლებას მანამდე და მას შემდეგაც ამ ტიპის ეპოქალური ცვლილებების მიღების შანსი შეიძლება აღარ ჰქონდეთ. დღეს მათი შესვლა პარლამენტში მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, 2021-ში თუ 2024-ში, მაშინ მართლაც დაკარგავენ სახეს. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ ოპოზიციისთვის პარლამენტის გარეთ დარჩენა არ ნიშნავს სატელევიზიო ტრიბუნისა თუ ეთერის გარეშე დარჩენას“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, დღეს საზოგადოებას სჭირდება იმგვარი პოლიტიკური ძალა ან ძალათა კოალიცია, რომელიც შეძლებს მას საკუთარი თავის პატივისცემა და რწმენა აღუდგინოს.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს