გიგი წერეთელი - არ ვფიქრობ, რომ მმართველ პარტიაში ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილის გარეშე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის განცხადებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქვეყანაში არაფერი არ იცვლება და გრძელდება მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

„ივანიშვილის წასვლით ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება, გრძელდება ის ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს. მისთვის შეიცვლება ის, რომ ნაკლებად ჩაერევა ყოველდღიურად საქმიანობაში, ნაკლებად შეიწუხებს თავს, მაგრამ, ჩემი აზრით, და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ის გააგრძელებს არაფორმალურად პოლიტიკურ საქმიანობასა და გუნდის კოორდინაციას, რადგან ის საბჭო, რომელიც დარჩა სწორედ ამაზე მიუთითებს. ისინი არიან ივანიშვილის მიმართ ძალიან ერთგული ადამიანები და მე არ ვფიქრობ, რომ ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა