ადვოკატის განცხადებით, იაკობ ბრეგვაძეს ბრალდებულების სახელები და გვარები არ დაუსახელებია, უბრალოდ, ისაუბრა იმაზე, თუ ვინ რა მოქმედებას ასრულებდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ე.წ. ოქროს მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მას დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. განმარტებები მისმა უფლებადამცველმა ირმა ჭკადუამ გააკეთა და აღნიშნა, რომ იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოში დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

როგორც ჭკადუა აღნიშნავს, ფოტოგრაფმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ის კადრები აღიდგინა, რაც შემთხვევის ადგილზე განვითარდა. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეგვაძეს ბრალდებულების სახელები და გვარები არ დაუსახელებია, უბრალოდ, ისაუბრა იმაზე, თუ ვინ რა მოქმედებას ასრულებდა.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დღეს, პროცესზე დაცვის მხარის ყველა კითხვას გასცა აბსოლუტურად პასუხი, ყოველთვის, როცა აპელირება მიმდინარეობს იმაზე, რომ იაკობ ბრეგვაძე ცვლის ჩვენებებს, ეს არასწორია. ძალიან კარგია, რომ თქვენთვის საქმის მასალები ხელმისწავდომია და მათ შორის, ცნობილია მისი ჩვენებები. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, გარკვეულწილად აღიდგინა ის კადრები, რაც რეალურად, იმ საღამოს იქ მიმდინარეობდა. კონკრეტული სახელები და გვარები მან არ იცის, ამას თავიდანვე ვამბობდით, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, რა თქმა უნდა, სახელებით არ იცის, უბრალოდ ის აღწერს მოქმედებებს, რომელი მათგანი, რას ასრულებდა. კონკრეტული პირების ამოცნობას ადგილი არ ჰქონია, მან მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების ჩაცმულობა და აღნაგობა იცის, რომლებიც მასთან ერთად იყო, ხოლო ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მოქმედებებს ახორციელებდნენ, იცის მხოლოდ და მხოლოდ მათი მოქმედებები. ძირითადად, კითხვები შეეხებოდაა ავტომანქანა „მერსედესის“ მოსვლისას რა თანმიმდევრობით გადმოვიდნენ მგზავრები, ხელში ვის რა ეკავა, როგორ აღიქვა, რომ რაღაც ნივთი რკინა იყო. ბრეგვაძემ განმარტა, ეს მძიმე რაღაც - რკინა, ეჭირა ადამიანსო. რატომ გაიქეციო, კითხეს და უპასუხა, რომ მას შეეშინდა და ამიტომ გაიქცა. 112-ში განხორციელებულ ზართან დაკავშირებით, დღეს კითხვები პრაქტიკულად არ ყოფილა. ვთვლი, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები არც უნდა არსებობდეს, რადგან ჩანაწერი გამოქვეყნებულია, ის ყველას მოსმენილი გვაქვს. კითხვა იყო ასეთი - პრეტენზიული ტონით ელაპარაკებოდი 112-ს, მალე თუ არ მოხვალთ, მარტო მე ვარ აქ და მე ხომ არ დამიჭერთო, საერთოდ, პოლიციას ასე ელაპარაკებიო? ბრეგვაძემ კი უპასუხა, რადგან ვითხოვდი, მალე მოსულიყვნენ და არ მოვიდნენ, ეს ტონიც აღელვების გამო იყოო“, - აცხადებს ჭკადუა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო