გიგი წერეთელი - როდესაც საკითხი რელიგიურ აღმსარებლობას ეხება, ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, რომ ეს განახორციელოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის შეფასებით, რელიგიურ აღმსარებლობა ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც დაცული უნდა იყოს. მან სოფელ ბუკნარში დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ განვითარებული ქმედებები ხელისუფლების პოლიტიკის სისუსტეზე მეტყველებს.

„როდესაც საკითხი რელიგიურ აღმსარებლობას ეხება, აქ ერთი რამ ყველასთვის ნათელია- ყველა ადამიანის, ყველა ჯგუფის კონსტიტუციური უფლებაა, რომ ეს უფლება განახორციელოს. სახელმწიფომ ეს უნდა დაიცვას. შესაბამისად, როდესაც ხდება ასეთი ინციდენტები, აქაც არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს აქვს, ესენია კანონი, სააგენტო, ბევრი სხვა რამ, ადგილობრივი ხელისუფლება, მოლაპარაკებები და აქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე. როდესაც ეს ასე ხდება, ეს არის პოლიტიკის სისუსტე და შესაბამისად, ეს ინსტრუმენტები უნდა ამოქმედდეს. არასოდეს უნდა იყოს იმის მცდელობა, რომ პოლიტიკური ელემენტები გაურიონ და გამოწვეული იყოს ის მღელვარება, რომელიც აბსოლუტურად არ არის საჭირო. რელიგიური თანაცხოვრება, კონფესიათაშორისი ურთიერთობები საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული მახასითებელია და ეს ამგვარად უნდა დარჩეს“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონოდათ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა