პროკურორი - იაკობ ბრეგვაძეს არც ერთ ეტაპზე ჩვენება არ შეუცვლია, ის სასამართლოს წინაშე სიმართლეს საუბრობს

იაკობ ბრეგვაძეს არც ერთ ეტაპზე ჩვენება არ შეუცვლია, ის სასამართლოს წინაშე სიმართლეს საუბრობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრეგვაძეს არც ერთი ბრალდებული არ ამოუცნია, მან მხოლოდ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასრულდა საქმეზე დაზარალებულის დაკითხვა, რომელმაც დაცვის მხარის მიერ დასმულ ჯვარედინ კითხვებს უპასუხა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის გარემოებები, თუ რა დაინახა, რა ფაქტს შეესწრო დეტალურად აღწერა მასზე და მასთან ერთად მყოფ დაზარალებულებზე თავდასხმის ფაქტი. მან ისაუბრა თავდასხმის მომენტებზე, როგორც „მერსედესის“, ასევე „ტოიოტა ქამრის“ ეპიზოდზე, ისაუბრა, თუ რა დაინახა კონკრეტულად თავდასხმის მომენტში, მიუთითა იმ პირების რაოდენობა, რამდენი ადამიანიც თავდასხმის დროს დაინახა.

მოწმეს არცერთ ეტაპზე არ შეუცვლია ჩვენება, ის რამდენჯერმე დაიკითხა სასამართლოში და მისი ჩვენებები იდენტურია, ის სასამართლოს წინაშე საუბრობს სიმართლეს, რაც იცის იმ ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება გუშინდელ მის ვიზიტს პროკურატურაში, ის დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს, მას ნებისმიერ დროს აქვს უფლება, თუ რამე შეკითხვები ექნება, პროკურატურას მიმართოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის პროკურატურაში თავის ნივთებთან დაკავშირებით იყო მისული, რაზეც მან პასუხები მიიღო.

მოცემულ საქმეზე დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით, მან ისაუბრა „ტოიოტა ქამრის“ ეპიზოდთან დაკავშირებით, დაადასტურა ის ფაქტი, როდის ჩნდება ის კადრებში, როდის მოდის, რამდენი ადამიანი გადმოდის იქიდან, განმარტა, რომ 6 ადამიანი გადმოვიდა. მან ისიც დაადასტურა, რომ ვიდრე ავტომანქანა მხედველობის არეალიდან გავიდოდა, ჩანს ერთი ადამიანი. დაზარალებულს სასამართლო სხდომაზე არ ამოუცვნია არც ერთი პირი, მან განმარტა კიდეც, სახეზე არ დაუნახავს არავინ, შესაბამისად, ამოცნობა არ შეუძლია“, - აცხადებს ცალუღელაშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა