ალეკო ელისაშვილი - ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მითუმეტეს ამრევებთან, აზრი არ აქვს - დანარჩენების აზრი გვაინტერესებს, აქვთ თუ არა გამბედაობა, თამამი გადაწყვეტილება მიიღონ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ელჩების თანადასწრებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ელექტრონული არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, მაშინ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურს ოპოზიციაში კონსულტაციები გამართოს მათთან, „ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღოს“.

„ვხედავთ, რომ მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა და როდის იქნება არ ვიცით. ამასობაში ეს ქვეყანა თავზე დაგვემხო. ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ თვითონ, არ ვეკითხებით არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს, მითუმეტეს, არც გიგა ბოკერიას. ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გვინდა ოპოზიციაში კონსულტაციები გავმართოთ მათთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გაბედულობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღოს. კონკრეტულად ჩვენი პარტიის, „მოქალაქეების“ პოზიციაა, რომ შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ელექტრონული არჩევნები, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ და გვაინტერესებს სხვების მზაობა ამასთან დაკავშირებით. თუ თვითმმართველობაზე ჯამური ხმებით ჩვენ ვაჯობებთ „ქართულ ოცნებას“, ეს იყოს პლებისციტი. ეს არის ძალიან კარგი იდეა და ამ იდეასაც ჩვენ ხელს მოვაწერთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას აზრი არ აინტერესებს.

„ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მითუმეტეს მასეთ ამრევებთან აზრი არ აქვს. დანარჩენების აზრი გვიანტერესებს, აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღონ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა