კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ღონისძიება, ტრადიციულად, ავსტრიაში, ვენაში ტარდება, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წლევანდელი ფორუმი ვიდეოკონფერენციის ფორმატში წარიმართა.

შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები ესწრებოდნენ. ფორუმის მთავარი თემა იყო - გლობალური ეკონომიკური განვითარება პანდემიის შემდგომ.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - "ცენტრალური ბანკების როლის ხელახალი გააზრება პოსტპანდემიურ პერიოდში". საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, დისკუსიაში ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიისა და უკრაინის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

კობა გვენეტაძემ პანდემიის გავლენასა და, არსებული გამოწვევის პირობებში, ცენტრალური ბანკის როლზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა კრიზისის პერიოდში ცენტრალური ბანკების მიერ ლიკვიდობის რისკების მინიმიზების საჭიროებაზე, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლო. მათ შორის დროებითი ინსტრუმენტების შემოღებით. პრეზიდენტი შეეხო საკითხს, თუ რამდენად ახერხებენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები სტრუქტურულ რეფორმებზე, დიჯიტალიზაციაზე (გაციფრულებაზე), განსაკუთრებით ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებზე ყურადღების გამახვილებას. დისკუსია გაიმართა მიმდინარე კრიზისის 2008 წლის კრიზისთან შედარების თემაზე, ითქვა, დღეს ფინანსური სექტორი მდგრადია და წინა კრიზისისგან განსხვავებით, არათუ შოკის ერთ-ერთი წყარო, არამედ ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი მამოძრავებელია.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს არსებული გამოწვევის პერიოდში ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ხედვებიც გაუზიარეს“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა