სერგო ჩიხლაძე იაგო ხვიჩიას ინიციატივაზე - თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტს ვარქმევთ, ბარემ პლებისციტი ჩავატაროთ

გაყალბებულ არჩევნებშიც კი ოპოზიციამ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ხელისუფლებამ, თუ ეს არის განმსაზღვრელი, ეს უკვე განსაზღვრულია და გაუგებარია ამის მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, თუ ოპოზიცია ჯამურად თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აჯობებს, მაშინ მმართველმა პარტიამ 2022 წელს ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საპირწონე ვერ იქნება.

„ყველას პოზიციას პატივს ვცემთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რაც ადრეც გავაჟღერეთ. ანუ იმ ძირითადი პუნქტების გარეშე, რასაც ჰქვია ვადამდელი არჩევნების, საარჩევნო გარემოსა და პოლიტპატიმრების თემა, მოლაპარაკება წარმატებული ვერ იქნება. ადგილობრივი არჩევნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საპირწონე ვერ იქნება.

გაყალებული არჩევნების შედეგებითაც, „ქარაქუცა“ ოპოზიციამ 52% აიღო ხელსიფულებამ 48 პროცენტი. უმეტესობას უნდა ოპოზიცა. ამ ლოგიკით თუ მივუდგებით, პლებისციტი უკვე ჩატარებულია. გაყალბებულ არჩევნებშიც კი ოპოზიციამ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ხელისუფლებამ, თუ ეს არის განმსაზღვრელი, ეს უკვე განსაზღვრულია და გაუგებარია ამის მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან. თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტს ვარქმევთ, ბარემ პლებისციტი ჩავატაროთ!“- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში „მოქალაქეები“ და „გირჩი“არჩევნებში ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ცალკ-ცალკე შეხვდება და ჩიხიდან გამოსავლის გზებზე ესაუბრება. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზება იქნება „გირჩის“ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ ჯამურად მმართველ გუნდს მოუგო, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო