„ევროპელი სოციალისტები“ - საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო

„საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო“,-ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „ევროპელი სოციალისტები“ რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ყოველგვარ დაპირისპირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

„ევროპელი სოციალისტების“ წევრები ქართველებს და ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ყოველგვარ დაპირისპირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

პარტიის წევრები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომელიც შეეხება ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს.

მოუგვარებელი პრობლემა არა თუ ქართველებს შორის, არამედ საქართველოში სხადასხვა ეროვნებებს შორისაც არ არსებობს. საქართველო ოდითგანვე იყო, არის და იქნება ტოლერანტული სახელმწიფო და ეს ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე. ქვეყანაში არ არსებობს საკითხი, რომლის მოწესრიგება არ შეიძლება მოლაპარაკებების გზით. დაპირისპირება ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია გადაწყდეს დადებითად, მხოლოდ და მხოლოდ ცივილური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების მეშვეობით. პარტიის წევრები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა მხარეთა შორის მოლაპარაკებებში კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოს გამოყენებული ყველა საჭირო რესურსი“, - ნათქვამია პოლიტიკური პარტია„ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში.

ამასთან, „ევროპელი სოციალისტები“ თვლიან, რომ ადამიანის უფლებები და მათი რელიგიური კუთვნილება სახელმწიფოსთვის უნდა იყოს უზენაესი პრინციპი და არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რაიმე ჩრდილი მიაყენოს ამ უდიდეს მონაპოვარს.

„სხვადასხვა აღმსარებლობის პატივისცემა, მოსახლეობის მშვიდობიანი და ტოლერანტული თანაცხოვრება დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. პარტია გმობს ყოველგვარ ძალადობას და გარდაუვალ პირობად მიაჩნია არსებული კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოფელ ბუკნარში რამდენიმე დღეა რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. მათი თქმით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. გუშინ, ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა აღნიშნული შეხვედრას მუსლიმი თემის წარმომადგენლების ნაწილი „არადამაჯერებელს“ უწოდებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო