დავით ზალკალიანმა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან აურელიუ ჩოკოისთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების გზები და პერსპექტივები საერთო ინტერესის სფეროებში. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან ურთიერთობებზე და საერთო ძალისხმევით სამი ასოცირებული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაზე. მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და 2021 წელს დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობაზე პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ ინიციატივაში, აქტიურ მონაწილეობას და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პრიორიტეტულობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.

მინისტრებმა ისაუბრეს დიფერენცირებული მიდგომის პრინციპზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ასევე ისაუბრეს ამბიციური მიზნების შემუშავებაზე და გამოთქვეს ერთობლივი პოზიციებისა და წინადადებების შემუშავების მზაობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო