იაგო კაჭკაჭიშვილი - მიკვირს და გაბრაზებულიც ვარ, როგორ შეიძლება ნინო ანანიაშვილმა ქართველად ყოფნის საკუთარი იდენტობა თუნდაც პროფესიულ ასპარეზზე დაგმოს და გადააგდოს

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელის ინტერვიუმ იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი ისე უნდა ჩასულიყო, როგორც რუსი ბალერინა, ანანიაშვილის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააზარალა.

როგორც კაჭკაჭიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ანანიაშვილი პროფესიულად რუსულ ბალეტში აღიზარდა, აღნიშნული დათქმა შეურაცხმყოფელია.

„რასაკვირველია, პოლიტიკა კულტურაშიც არის. ვეწინააღმდეგები იმას, რომ პოლიტიკა და კულტურა დიამეტრალურად გაყო ერთმანეთისგან. კულტურა ეხმარება პოლიტიკის გამართვას და მეორე მხრივ - პოლიტიკა განაპირობებს კულტურის ფუნქციონირებას, არსებობას, მის სიცოცხლისუნარიანობას. ასე რომ, ერთმანეთისგან კულტურისა და პოლიტიკის მოწყვეტა გაუმართლებელია. თუ ეს ადამიანი, ნოვოსიბირსკის ბალეტის ხელმძღვანელი, მართალია და გულწრფელია იმაში, რასაც წერს ამ ინტერვიუში, კიდევ უფრო ნეგატიურად განვეწყე ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილების მიმართ. თურმე დათქმა ყოფილა, რომ ის მიდის ნოვოსიბირსკში იმ პირობით, რომ არის რუსი ბალერინა, ანუ მას იქ იწვევდნენ, მისი იდენტობის, თუნდაც პროფესიული იდენტობის ნიველირებით. ე.ი. იქ ვერ იტყოდა, რომ მე ქართველი ბალერინა ვარ. მართალია, რუსულ ბალეტში აღიზარდა პროფესიონალურად, მაგრამ ის მოთხოვნა, რომ ჩამოდი ნოვოსიბირსკში როგორც რუსი ბალერინა, ჩემთვის არის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეურაცხმყოფელი. ამიტომ, მიკვირს და გაბრაზებულიც ვარ, როგორ შეიძლება ნინო ანანიაშვილი ამას დათანხმებოდა - ასეთი დათქმით წასვლას, რომ იქ ჩადის, როგორც რუსი ბალერინა და მან საკუთარი იდენტობა ქართველად ყოფნის თუნდაც პროფესიულ ასპარეზზე უნდა დაგმოს, გადააგდოს ან შეწიროს თავისი კარიერული ინეტრესები. ეს ძალიან სევდიანი ისტორიაა და ამ ბოლო ინტერვიუმ მეტად დააზარალა ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება და ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ის ლამობდა“,- განაცხად კაჭკაჭიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა (НОВАТ-მა) ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გააფორმა პირობით, რომ ანანიაშვილი დასის ხელმძღვანელი იქნებოდა. მოგვიანებით ხელშეკრულება შეაჩერეს, შემდეგ კი საბოლოოდ გაწყვიტეს. ამასთან ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვლადიმერ კეხმანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნინო ანანიაშვილმა მოტივაციად, რატომ მიდიოდა ნოვოსიბირკში, სხვა რამე დაასახელა და არა ის, რაზეც მოილაპარაკეს. „ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: პატარა ტყუილი დიდ ტყუილს იწვევს. ასეთ სიტუაციაში, პირადად მე, გაგრძელება არ შემიძლია. ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, შემდეგ კი - პროფესიონალური“,- განაცხადა ვლადიმერ კეხმანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო