ბელარუსი რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიძენს

ბელარუსი რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიძენს. ინფორმაციას რუსული მედია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთთან კონტრაქტი მზადდება შორი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „ეს-400“ "ტრიუმფისა" და ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექს „პანცირ ეს“-ის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ვაგრძელებთ კონტრაქტის წინა სამუშაოებს ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემების დივიზიონის, რომელიც აღჭურვილია „ეს-300"-ით, ახალი „ეს-400“ და „პანცირ ეს“-ის კომპლექსებით გადაიარაღების კუთხით“, - განაცხადა ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა იგორ გოლუბმა.

"ტრიუმფის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები რუსეთმა კონტრაქტის თანახმად მიაწოდა ჩინეთსა და თურქეთს, ხოლო 2021 წელში მიწოდება უნდა დაიწყოს ინდოეთისთვის.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო