თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული მულტიორგანული ანთების სინდრომი საქართველოში 60-მდე ბავშვს აღმოაჩნდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული მულტიორგანული ანთების სინდრომისაქართველოში 60-მდე ბავშვს აღმოაჩნდა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, აღნიშნული სინდრომით დაავადებულ ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

მისივე თქმით, სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი აქვთ შესაბამის კლინიკებს და აფთიაქში არ უნდა ვეძებოთ.

„მულტიორგანული ანთების სინდრომი, რამდენიმე თვის უკან გახდა ცნობილი ზოგადად სამედიცინო საზოგადოებისთვის, როცა ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს შემთხვევები დაფიქსირდა.

ჩვენთან ამ სინდრომმა ახლა დაიწყო გარკვეულწილად გამოვლენა და დაახლოებით 55-დან 60 შემთხვევამდე არის დაფიქსირებული ჩვენთან. შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის, ყველა საბედნიეროდ დამთავრდა კარგად. უმრავლესობა შემთხვევები იყო გატარებული იაშვილის სახელობის კლინიკაში, ასევე „ნიუ ჰოსპიტალში” მოხდა ბავშვების მკურნალობა, რამდენიმე ბავშვი ნამკურნალები იყო სხვა კლინიკებშიც.

პროტოკოლი 10 ნოემბერს არის მომზადებული პროფესიონალ პედიატრების მიერ და სამინისტრომ დაამტკიცა აღნიშული პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებს სწორედაც ამ სინდრომის მართვას. შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, საჭიროა ზოგიერთ შემთხვევაში “მონოგლობულინგი”, რომელიც აქვს იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მედიკამენტს იყენებდნენ მანამდეც. გუშინ მქონდა იაშვილის კლინიკასთან საუბარი და მათთან ამ მედიკამენტის დეფიციტი არ არის და ბავშვებს როდესაც დასჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამის გამოყენება. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს აფინანსებს ფაქტიური ანაზღაურებით. ეს მედიკამენტი აფთიაქში არ უნდა ვეძებოთ, ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს შესაბამის შემთხვევებში მედიკამენტზე წვდომა პაციენტისთვის და ხარჯების ანაზღაურება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ამდენად ბაზარზე და მით უფრო “შავ ბაზარზე” არავინ არ შეეცადოს მოძიებას. მოხდება მკურნალობის სრულად დაფინანსება, ხარჯებს წარმოადგენენ და მოხდება სრულად დაფინანსება”, - განაცხადა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს