კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა ქონების ნაწილის „ქართუ“ ფონდისთვის გადაცემა ამერიკული სანქციების შიშით გადაწყვიტა, „აბსურდს და ცილისწამებას“ უწოდებს

თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „აბსურდს და ცილისწამებას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების ნაწილის „ქართუ“ ფონდისთვის გადაცემა ამერიკული სანქციების შიშით გადაწყვიტა.

ამის შესახებ კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე: რას იტყვით ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება ამერიკელი პარტნიორების ჩარევის შედეგად მიიღო და მეტიც, საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილის „ქართუ ფონდისთვის“ გადაფორმების გადაწყვეტილებაც ამერიკული სანქციების შიშით არის განპირობებული? კალაძემ უპასუხა: „აბსურდს და ცილისწამებას ვუწოდებ ამ განცხადებას“.

„ეს არ არის ინფორმაცია. ეს გახლავთ დეზინფორმაცია. აქაც, ეს არის ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართულად მცდელობა იმისა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ასე რომ, ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და განვრცობა არ არის საინტერესო იმიტომ, რომ სისულელეა“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიული თანამდებობისა და პოლიტიკიდან წასვლის პარალელურად 1 მლრდ-ის ღირებულების ქონება ფონდ „ქართუს“ გადაუფორმა.

აღნიშნულის შეფასებისას ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი "თავის ქონებას იცავს შესაძლო სანქციებისგან, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააკისროს".

მისივე თქმით, ივანიშვილმა „თავისი ქონება ერთი ჯიბიდან მეორეში გადადო“ და თავისი ქონებისთვის დამცავი მექნიზმები ჩართო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა