კახა კალაძე - არანაირი სამთავრობო ცვლილება დაგეგმილი არაა - ჭორები, ინტრიგები ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიზანმიმართულ ჭორებს უწოდებს ინფორმაციას, რომ გაზაფხულზე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.

როგორც კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, არანაირი სამთავრობო გადაადგილება დაგეგმილი არაა.

„ეს არის მიზანმიმართული ჭორები. 2011-12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია - ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტულ პარტიაზე და პოლიტიკოსზე. თუ რაიმე ცვლილება იქნება მოსალოდნელი გუნდში, ამაზე საუბარი იქნება, მალულად ამაზე საუბარს არავინ აპირებს. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ცნობილი იქნება, არანაირი ცვლილება და არანაირი სამთავრობო გადაადგილებები დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა კალაძემ.

გადაცემა "დღის ნიუსრუმის " სრული ვერსია

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა