კახა კალაძე „ქართული ოცნების“ გენმდივნის თანამდებობის გაუქმებაზე - ხვალ ყრილობაზე ყველაფერი ცხადი იქნება, თანამდებობებს არასდროს გამოვკიდებივარ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის თანამდებობა უქმდება, რომელიც ამჟამად მას უკავია.

ამასთან, როგორც კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მისთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს.

„ხვალ ყრილობაზე ყველაფერი ცხადი იქნება. თანამდებობებს არასდროს გამოვკიდებივარ, არასდროს თანამდებობაზე პრეტენზია არ მქონია, მე სადაც ვარ, როგორც ვარ, ვემსახურები ქვეყანას და ჩემს ხალხს. არ აქვს მნიშვნელობა, სად უნდა ვიყო - სპორტში, ბიზნესში, პოლიტიკაში. ყველგან ჩემი ერთადერთი მთავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ ვემსახურო ჩემს ხალხს და ქვეყანას, თანამდებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის“, - განაცხადა კალაძემ.

გადაცემა "დღის ნიუსრუმის " სრული ვერსია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა