კახა კალაძე - ძალიან გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული არ არის - პარლამენტში არის კიდევ ერთი პარტია, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდა, მათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ და ეს ყველამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს.

“ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებას გეტყვით, რომ ძალიან გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ, მუშაობას პარლამენტში გააგრძელებდნენ და ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ. ეს ნამდვილად გამიხარდებოდა! ჩვენ ხომ ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ, ხომ ვფიქრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, გაჩნდნენ ახალი პოლიტიკოსები, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდა, მათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ და ეს ყველამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გადაცემა "დღის ნიუსრუმის " სრული ვერსია

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია