ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - არჩევნები იყო კონკურენტული, ის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა

მიუხედავად საარჩევნო სისტემის თაობაზე მიღწეული შეთანხმებისა, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი კვლავ პოლარიზებული და სადავო რჩება. ამის შესახებ საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომელთაც ერთხმად დაასკვნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ის ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ. აქვე საუბარია, რომ დამკვირვებლებმა მიუთითეს არათანაბარ გარემოზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, კამპანიის დაფინანსების და გამჭვირვალობის სუსტ რეგულაციებზე, რამაც აშკარა ფინანსური უპირატესობა მისცა გარკვეულ პარტიებს, მათ შორის მმართველ პარტიას. დამკვირვებლებმა ასევე მიუთითეს ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ოქმებში შეუსაბამობებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, ეს დარღვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - წერია ანგარიშში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ იგი ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები ფართოდ გაყალბდა, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებდნენ მეორე ტურს და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემდა საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ადგილი, ამიტომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, შეასრულონ საკუთარი საპარლამენტო მანდატები“, – წერია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა