მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ გენმდივნის თანამდებობა არ უქმდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძე პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და მისი პოზიცია როგორც პიროვნული, ისე სტრუქტურული მოწყობის ფაქტორის გამო არ გაუქმდება.

„ეს თანამდებობა, ბუნებრივია, არ უქმდება. კახის, როგორც ჩანს, მოერიდა საკუთარ თავზე საუბარი, ხომ არ იტყოდა, ეს სტატუსი პარტიაში როგორ უნდა გაუქმდესო. მივაწეროთ თავმდაბლობას. კახი არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ჩვენი გუნდის. ბუნებრივია, როგორც პიროვნული ფაქტორის გამო და ისედაც, სტრუქტურული მოწყობის გამო პარტიაში არ უქმდება და არ გაუქმდება ეს თანამდებობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთთან დაპირისპირებული კლანები არსებობს, მდინარაძე ამბობს, რომ ეს „მოგონილი ამბავია“.

„საბედნიეროდ, ზოგიერთი პარტიის პარტიულ ოცნებებს ვერ და არ ვახდენთ. არანაირი დაპირისპირება ჩვენთან გუნდში არ არის. ეს არის მოგონილი ამბები“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის თანამდებობის გაუქმება იგეგმება, კახა კალაძემ, რომელიც ამ პოსტს იკავებს, „ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ არც დაადასტურა და არც უარყო.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი